ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა, ნ’გოლო კანტემ სეზონის დასრულების შემდეგ „არსენალში“ გადასვლის თანხმობა მისცა, – წერს გამოცემა Fichajes-ი.
ამა წლის ივნისში 32 წლის ფრანგ ფეხბურთელს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება და კლუბი, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის გრანდიოზულ წმენდას გეგმავს, არ აპირებს კანტესთან ხელშეკრულების გაგრძელებას.
„არსენალმა“ ფრანგს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. კანტე თანახმაა ასეთ პირობებზე და პრემიერლიგის ლიდერს ამ ზაფხულს შეუერთდება. წყაროს ცნობით, ფინანსური პირობები ანალოგიური იქნება იმასთან, რაც კანტეს „ჩელსიში“ აქვს.