The New York Times - გაერო ჩატაევს იხსენიებს, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიან ფიგურას
The New York Times - გაერო ჩატაევს იხსენიებს, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიან ფიგურას

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აჰმედ ჩატაევის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს The New York Times.

გამოცემა წერს, რომ უწყების მედიაწარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა, გასულ კვირას თბილისის გარეუბანში მიმდინარე ოცსაათიანი სპეცოპერაციის დროს, აჰმედ ჩატაევის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. გიორგობიანი აღნიშნავს, რომ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

თუმცა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გიორგობიანმა ჩატაევთან ერთად დაღუპული ორი თანამებრძოლისა და ერთი დაკავებულის ვინაობის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა და ასევე არ განუმარტია მათი მოტივი და საქართველოში მოხვედრის გზები.

გიორგობიანის თქმით, გამოძიება გრძელდება და დაღუპული პირების იდენტიფიცირებისთვის, ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებული შტატების ექსპერტებთან თანამშრომლობს.

გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ გაერო-ს სასანქციო სიაში ჩატაევი მოხსენიებულია, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი ფიგურა, რომელიც რუსულენოვანი მებრძოლების წვრთნაზე იყო პასუხისმგებელი.