ნევადაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შედეგად ჯო ბაიდენი ლიდერობს
ნევადაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შედეგად ჯო ბაიდენი ლიდერობს

აშშ-ის ნევადის შტატში დაძაბულობა იზრდება. როგორც „ბიბისის“ იუწყება, ახლა დიდი ყურადღება ექცევა ნევადის შტატს, სადაც რბოლა ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის თითქმის თანაბარი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს.

კლარკის ოლქში, რომელიც მოიცავს შტატის უდიდეს ქალაქ ლას-ვეგასს, პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე კამერების წინ დადგა და დაიყვირა: „ბაიდენის კრიმინალური ოჯახი იპარავს ამ არჩევნებს! მედია ამას მალავს!”

შტატის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს აღარ გამოაცხადებენ შედეგებს და ხმების დათვლის პასუხი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამოქვეყნდება. ბოლო წლებში საბრძოლო შტატმა ხმა მისცა დემოკრატებს, მაგრამ 2000 და 2004 წლებში მხარს უჭერდა რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშს. ნევადაში დათვლილია ბიულეტენების 85 პროცენტი, სადაც ბაიდენს მეტოქეზე 7 467 ხმით მეტი აქვს და ლიდერობს.