„ნეტფლიქსი“ ჯოკოვიჩის ავსტრალიურ სკანდალზე სერიალს გადაიღებს #1TVSPORT
კომპანია Netflix გამოუშებს დოკუმენტურ სერიალს დრამატული მოვლენების მოტივებზე, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას უკავშირდება. ასევე სერიალში სრულად გაშუქდება 2022 წლის სეზონის მიმდინარეობა.
უკვე ცნობილია, რომ სერიალს გადაიღებს კომპანია Box To Box Films. აღმასრულებელი პროდუსერი იქნება ჯეიმს გეი-რისი რომელსაც ეკუთნის პროექტი – „ფორმულა 1“. მისი გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა აუდიტორიაში რბოლების მიმართ ინტერესი გაიზარდა.
გადამღები ჯგუფი ამ დღეებში იმყოფებოდა ავსტრალიაში და იღებდა მოვლენებს, რომელიც ავსტრალიიდან ჯოკოვიჩის დეპორტაციას უკავშირდება. მომავალში იგეგმება გადაღებები მთელი სეზონის განმავლობაში. პროექტის შემქმნელებს ჩოგბურთელთა გასახდელებსა და სხვა ადგილებში შესვლის ნებას დართავენ. საჩოგბურთო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მზად არიან თანამშრომლობისთვის.