ნენსი პელოსმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, ბიუჯეტის არ არსებობის გამო 29 იანვარს კონგრესში დაგეგმილი გამოსვლა გადადოს

01:47, 18.01.2019
House Minority Leader Nancy Pelosi (D-Calif.) during a news conference on the day after a mass shooting at Marjory Stoneman Douglas High School in Parkland, Fla., on Capitol Hill in Washington, Feb. 15, 2018. A young man barged into his former high school Wednesday, opening fire on students and teachers and leaving a death toll of 17 that could rise even higher, the authorities said. (Eric Thayer/The New York Times)

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა პრეზიდენტს მოუწოდა, ბიუჯეტის არ არსებობის გამო, 29 იანვარს კონგრესში დაგეგმილი ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა გადადოს. საპასუხოდ დონალდ ტრამპმა, ნენსი პელოსს ბიუჯეტის არ არსებობის მიზეზით, ტურნესთვის თვითმფრინავი არ გამოუყო. დაგეგმილი ვიზიტები კი, გადაუდო. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც წესი, სპიკერი ტურნეში სამხედრო თვითმფრინავით მიემგზავრება. დაგეგმილი ტურნეების თარიღების შესახებ კი ინფორმაცია წინასწარ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება. ნენსი პელოსი ბელგიას, ეგვიპტესა და ავღანეთს უნდა წვეოდა.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატმა ნენსი პელოსმა პრეზიდენტს მისი ვიზიტების გადადებამდე ერთი დღით ადრე წერილობით მიმართა. თუმცა, ნენსი პელოსის თქმით, მას პრეზიდენტისგან პასუხი არ მიუღია.

აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე 27 დღეა ბიუჯეტის გარეშე, ნაწილობრივ ფუნქციონირებს. ფინანსურ დოკუმენტზე კონგრესსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხს უკავშირდება.

მსგავსი