აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შემდეგ, ტაივანს მოულოდნელად კონგრესის ხუთწევრიანი დელეგაცია ეწვია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ტაივანში ამერიკის ინსტიტუტის განცხადებიდან ირკვევა, რომ დელეგაციის წევრები ტაივანში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ტურნეს ფარგლებში იმყოფებიან და კუნძულზე ორშაბათამდე დარჩებიან.
დელეგაციას დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს და ჯგუფი ტაივანის ხელისუფლებასთან რეგიონული უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტირების საკითხებს განიხილავს. ორშაბათს კი პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ 12 დღის წინ კუნძულზე ნენსი პელოსის ვიზიტს ჩინეთის უკმაყოფილება და ტაივანის კუნძულის გარშემო დაწყებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები მოჰყვა, რომლებიც დღესაც გრძელდება.