ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მსახური უწოდა
ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მსახური უწოდა

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მსახური უწოდა.

ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ვარაუდით, აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებზე ჰაკერული თავდასხმა რუსეთმა განახორციელა და მოსკოვის წინააღმდეგ ძლიერი პოზიციის ჩვენების ნაცვლად, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მსახური იყო.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ვარაუდობს, რომ რუსეთს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გარკვეული სახის კომპრომატი აქვს.

„არ ვიცი, რა აქვთ რუსებს პრეზიდენტ ტრამპზე – არის ეს პირადული, პოლიტიკური თუ ფინანსური. მე არ ვიცი, ეს რა არის. მაგრამ არ არსებობს სხვა ახსნა, თუ რატომ არის აშშ-ის ეს პრეზიდენტი პუტინის ასეთი მსახური“, – თქვა პელოსიმ.