ნენსი პელოსი - უკრაინაში დიდი მწუხარებით ჩამოვედით, თუმცა დიდი სიამაყით ვტოვებთ, იმის მტკიცე გაგებით, რისი გაკეთებაა საჭირო
ნენსი პელოსი - უკრაინაში დიდი მწუხარებით ჩამოვედით, თუმცა დიდი სიამაყით ვტოვებთ, იმის მტკიცე გაგებით, რისი გაკეთებაა საჭირო

უკრაინაში დიდი მწუხარებით ჩამოვედით, თუმცა დიდი სიამაყით ვტოვებთ იმის მტკიცე გაგებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კიევიდან დაბრუნების შემდეგ პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნენსი პელოსიმ აღნიშნა, მის დელეგაციას ჰქონდა დიდი პატივი, შეხვედროდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ასევე გამარჯვების შემდგომ ქვეყნის აღდგენაზე.

პელოსის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს გადასცა აშშ-ის კონგრესისგან ერთიანობის გზავნილი, ასევე ამერიკელი ხალხის მხრიდან მისი ლიდერობის დაფასება და უკრაინელი ხალხის სიმამაცით აღტაცება.

„ამერიკა უკრაინის გვერდით დგას, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ გამარჯვებამდე და ჩვენ ვდგავართ ნატო-ს გვერდით“, – განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ნენსი პელოსისა და მისი დელეგაციის კიევში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დღეს გაავრცელა.