ნენსი პელოსი კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს
ნენსი პელოსი კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსს, სტივენ სანდს გადადგომისკენ მოუწოდებს.

როგორც პრესკონფერენციაზე ნენსი პელოსიმ აღნიშნა, წარმომადგენელთა პალატის მანდატურმა, პოლ ირვინგმა თანამდებობა უკვე დატოვა.

ნენსი პელოსიმ შეაქო კაპიტოლიუმის პოლიციის მრავალი ოფიცრის მამაცი ქმედება, თუმცა აღნიშნა, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში ადგილი ჰქონდა პოლიციის ხელმძღვანელობის წარუმატებლობას.

შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. კაპიტოლიუმის შტურმის დროს სხდომათა დარბაზიდან კანონმდებლების ევაკუაცია განხორციელდა. არეულობისას ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.