ნენსი პელოსი - გადავწყვიტეთ, კაპიტოლიუმში სხდომა დღესვე გავაგრძელოთ
ნენსი პელოსი - გადავწყვიტეთ, კაპიტოლიუმში სხდომა დღესვე გავაგრძელოთ

ჩვენ გადავწყვიტეთ, სხდომა დღესვე გავაგრძელოთ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა. კოლეგებისადმი გაგზავნილ წერილში პელოსი აღნიშნავს, რომ კონგრესის ლიდერებმა ერთობლივი სხდომის განახლება დღეს საღამოს გადაწყვიტეს, რათა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცონ, როდესაც კაპიტოლიუმის შენობა სრულად უსაფრთხო იქნება.

ვაშინგტონში კომენდანტის საათი უკვე ამოქმედდა. როგორც „სიენენი“ წერს, ქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ, კაპიტოლიუმის შენობის წინ მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა. მანამდე კი, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები აშშ-ის კონგრესის შენობის დასავლეთ ნაწილიდან გამოიყვანეს. გამოცემის ცნობით, ამ პროცესში ძალადობის ნიშნები არ შეინიშნებოდა.

„მომიტინგეები პოლიციელებს მიმართ ხმამაღალი შეძახილებით გამოდიოდნენ, თუმცა სამართალდამცველების მითითების შესაბამისად გადაადგილდებოდნენ“,- წერს „სიენენი“.