ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა
ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველი ვიზიტია სომხეთში.

ნენსი პელოსს ერევანის აეროპორტში სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი და სომხეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი დახვდნენ.

17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში ნენსი პელოსი სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს, პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

სომხური მედიის ცნობით, შეხვედრებზე აშშ-სომხეთის ურთიერთობები და უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე ვითარება იქნება განხილული.