ნენსი პელოსი აცხადებს, რომ პენსიაზე გადის და კონგრესში ხელახლა კენჭისყრას არ აპირებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, დემოკრატი კონგრესმენი ნენსი პელოსი პენსიაზე გადის. ამის შესახებ პელოსმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.
პელოსის თქმით, კონგრესში ვადის ამოწურვის შემდეგ ხელახლა კენჭისყრას არ აპირებს.
„ძვირფასო სანფრანცისკოელებო, მსურს, პირველებმა თქვენ გაიგოთ. მე არ ვაპირებ კონგრესში ხელახლა კენჭისყრას. მოუთმენლად ველოდები თქვენი ამაყი წარმომადგენლის რანგში ჩემი სამსახურის ბოლო წელს“, – აღნიშნა პელოსმა.
ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2019-2022 წლებში იყო. ის პირველი ქალი გახდა ამ პოსტზე.