პარიზული კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ მსაჯების მისამართით ემოციური რეაქციის გამო, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება.
უეფამ, შესაძლოა, დისციპლინარული საქმე გახსნას: რეგლამენტის მიხედვით, შეურაცხყოფისთვის ან არასპორტული ქცევისთვის, ფეხბურთელი შესაძლებელია ერთიდან სამ მატჩამდე დაისაჯოს, – წერს გაზეთი „დიარიო სპორტ“ (Diario Sport).
სლოვენიელმა არბიტრმა დამირ სკომინამ პრესნელ კიმპემბეს მხრიდან ხელით თამაშის გამო, მსაჯის მიერ კომპენსრებული დროში პენალტი დანიშნა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 3:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ნეიმარი ამ მატჩში ტრავმის გამო არ თამაშობდა.