ნეიმარს მაისურის გაცვლისთვის ფინალის გამოტოვება ემუქრება
ნეიმარს მაისურის გაცვლისთვის ფინალის გამოტოვება ემუქრება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია და ამის გამო, დისკვალიფიკაცია და ფინალის გამოტოვება ემუქრება.

28 წლის ფორვარდმა საფინალო სასტვენის შემდეგ მაისური გაუცვალა „ლაიპციგის” მცველს მარსელ ჰალშტენბერგს. ბრიტანულ გაზეთ „სანს“ მოჰყავს უეფას რეგლამენტის 31-ე პუნქტი, რომელშიც წერია – „ფეხბურთელებს ეძლევათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ მაისურების გაცვლისგან“.

წყაროს ცნობით, მაისურების გაცვლა პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ პროტოკოლის დარღვევამ შეიძლება სადისციპლინო ზომები გამოიწვიოს.

პსჟ-მ ნახევარფინალში 3:0 გაანადგურა „ლაიპციგი“ და თავის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.