ნეიმარს ექვსი კვირის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT

09:44, 29.11.2021

ცნობილი გახდა, რა ვადით გამოაკლდა ფეხბურთს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი, რომელმაც მარცხენა ფეხის კოჭი დაიზიანა ლიგა 1-ის მატჩში „სენტ ეტიენის“ წინააღმდეგ.

წინასწარი მონაცემებით, ბრაზილიის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელმა შეიძლება ექვსი კვირა გამოტოვოს,

ტრავმის უფრო ზუსტი ხარისხი სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდება, რომელიც ორშაბათს ჩატარდება.

მსგავსი