ნეიმარს 22 წლის მამინაცვალი ეყოლება
ნეიმარს 22 წლის მამინაცვალი ეყოლება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის დედამ ნადინ გონსალვესმა სოციალურ ქსელში გამოფინა ფოტო თავის შეყვარებულთან, რომელიც მასზე 30 წლის უმცროსია.

ბრაზილიური გამოცემა UOL-ის ინფორმაციით, ქალი ხვდება 22 წლის კიბერსპორტსმენს ტიაგო რამოსს. „შეუძლებელია აუხსნელის ახსნა“, – მიაწერა ფოტოს გონსალვესმა.

„ბედნიერი იყავი, დედა, მიყვარხარ“, – დაწერა კომენტარში 28 წლის ნეიმარმა. ასევე ფოტოს სმაილებით გამოეხმაურა ფეხბურთელის მამა.

ფეხბურთელსა და პოტენციურ მამინაცვალს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა – რამოსი ნეიმარის დაბადების დღეს ესწრებოდა.