ნეიმარმა ვარჯიში კოჭლობით დატოვა
ნეიმარმა ვარჯიში კოჭლობით დატოვა

ბრაზილიის თავდამსხმელმა დღეს ვარჯიში კოჭლობით დატოვა. „ევროსპორტი“ გვატყობინებს, რომ მას კოჭის ტრავმა აქვს და მთელი დარჩენილი დღე ფიზიოთერაპევტთან გაატარა.

„ტკივილი მას შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ აწუხებს, რადგან მასთან თამაშისას ხშირად უხეშობდნენ,“- განაცხადა ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელი შტაბის წევრმა. „მან შეგვატყობინა ტკივილის შესახებ და დავასვენეთ. ხვალ ის ჩვეულებრივ ივარჯიშებს.“

ნეიმარმა ვარჯიში დაწყებიდან მალევე შეწვიტა და მიატოვა გუნდელები, რომლებიც კოსტა რიკასთან მატჩისთვის ემზადებიან. მის წინააღგმდეგ შვეიცარიელი ფეხბურთელები ათჯერ დაჯარიმდნენ.
ბრაზილიელ ფორვარდს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ტრავმის გამო სამი თვე (მარტი, აპრილი, მაისი) გაუცდა.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!