ნეიმარმა პელეს გაუსწრო და ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა - მსოფლიო თასი 2026, შესარჩევი, I ტური [ვიდეო] #1TVSPORT
ნეიმარმა პელეს გაუსწრო და ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა - მსოფლიო თასი 2026, შესარჩევი, I ტური [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში 78-ე და 79-ე გოლები გაიტანა, რითაც გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან გაუსწრო ლეგენდარულ პელეს, რომელსაც კარიერაში 77 სანაკრებო გოლი ჰქონდა. ამასთან, ნეიმარმა ნაკრებში 125 მატჩი ჩაატარა, პელემ – 91.

* 2015 წლიდან მოყოლებული, როცა ნეიმარს დებიუტი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, მან 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ნეიმარი უახლოეს მდევარს 10 გადაცემით უსწრებს.

* ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში 35 მატჩია არ მარცხდება. ეს მესამე შედეგია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. რეკორდი ეკუთვნის ესპანეთის ნაკრებს – 66 წაუგებელი მატჩი 1993-2021 წლების პერიოდში. მეორე შედეგი აქვს გერმანიას – 36-მატჩიანი წაუგებელი სერია (1934-85).

* ბრაზილიას ბოლივიასთან ბურთის ფლობის პროცენტი 79.7 ჰქონდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია გუნდისთვის ბოლო ათწლეულში.

 

ურუგვაი-ჩილე     3:1

გოლები: 1:0 დე ლა კრუსი (38), 2:0 ვალვერდე (45), 3:0 დე ლა კრუსი (71), 3:1 ვიდალი (74)

 

ბრაზილია-ბოლივია      5:1

გოლები: 1:0 როდრიგო (24), 2:0 რაფინია (47), 3:0 როდრიგო (53), 4:0 ნეიმარი (61), 4:1 აბრეგო (78), 5:1 ნეიმარი (90)

ბრაზილია: ედერსონი, დანილო, მარკინიოსი, გაბრიელი (84. როჟერი), ლოდი (71. კაიო ენრიკე), კაზემირო, ბრუნო გიმარაეში (71. ჟოელინტონი), რაფინია, როდრიგო (89. გაბრიელ ჟესუსი), ნეიმარი, რიშარლისონი (71. მატეუს კუნია).