ნეიმარმა მინდორზე დაბრუნების შემდეგ მეორე მატჩში ტრავმა მიიღო #1TVSPORT
ნეიმარმა მინდორზე დაბრუნების შემდეგ მეორე მატჩში ტრავმა მიიღო #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდმა, ნეიმარმა ტრავმა მიიღო აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ირანის „ესტეგლალის“ (3:0) წინააღმდეგ.

ბრაზილიელი ვარსკვლავი 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და იძულებული გახდა, 86-ე წუთზე დაეტოვებინა მოედანი, რადგანაც ერთ-ერთ ეპიზოდში ბარძაყი დაიზიანა.

ფორვარდი 369-დღიანი პაუზის შემდეგ, 21 ოქტომბერს დაბრუნდა მოედანზე. შეგახსენებთ, ნეიმარი წელიწადზე მეტი არ თამაშობდა მუხლის ჯვარედინი მყესებისა და მენისკის გაწყვეტის გამო.