ნეიმარმა ხუთი მილიონის გამომუშავების შანსი დაკარგა
ნეიმარმა ხუთი მილიონის გამომუშავების შანსი დაკარგა

პსჟ-ს თავდამსხმელმა, ბრაზილიელმა ნეიმარმა პრემიალური ხუთი მილიონი ევროს გამომუშავების შანსი დაკარგა, იტყობინება „იუ-ო-ელ“-ი (UOL). წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელს კონტრაქტში აქვს პუნქტები, სადაც სამ მილიონ ევროს იღებს „ფიფას“ (FIFA) ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მოხვედრისთვის და ორ მილიონს კარგი ყოფაქცევისთვის.

საუკეთესოებში ნეიმარი ვერ მოხვდა და ასევე თავი ვარჯიშზე დაგვიანებითაც გამოიჩინა. ამგვარად, ბრაზილიელმა პრემიალური ხუთი მილიონის შანსი დაკარგა. 2018/2019 წლების სეზონზე ნეიმარმა ფრანგულ კლუბში 28 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.