ნეიმარმა 21 ოქტომბერს, შეიძლება, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს #1TVSPORT
ნეიმარმა 21 ოქტომბერს, შეიძლება, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდის, ნეიმარის მინდორზე დაბრუნება, შესაძლოა, 21 ოქტომბერს შედგეს. ESPN Brasil-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელმა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მიაღწია მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესში და აქვს შანსი, ითამაშოს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ალ-აინის“ წინააღმდეგ.

ნეიმარს თითქმის ერთი წელი გაუცდა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ. ეს ტრავმა მან 2023 წლის ოქტომბერში, მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩისას მიიღო, რომელშიც ბრაზილია და ურუგვაი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ბრაზილიელი „ალ-ჰილალთან“ ვარჯიშებს 29 სექტემბერს დაუბრუნდა. მისი მოედანზე დაბრუნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი მიიღებს. ამისთვის მას დასჭირდება ბრაზილიის ნაკრების ექიმის, როდრიგო ლასმარის დასტური, რომელიც ამ დღეებში ჩავა საუდის არაბეთში და შეაფასებს ფეხბურთელის ფიზიკურ ფორმას.

თავის მხრივ, სიტუაციას აკვირდება ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია და იმედოვნებს, რომ ნეიმარი დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს ნოემბრის შესარჩევ მატჩებში ვენესუელასა და ურუგვაის წინააღმდეგ.