ნეიმარის ორეული, რომელსაც სტადიონზე ყველგან უპრობლემოდ უშვებენ #1TVSPORT
ნეიმარის ორეული, რომელსაც სტადიონზე ყველგან უპრობლემოდ უშვებენ #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ამბავი ნეიმარის ტრავმა იყო. ბრაზილიის ნაკრების ლიდერი დიდ ტურნირზე ისე დაშავდა, გუნდის დახმარებას, დიდი ალბათობით, მხოლოდ მეოთხედფინალში შეძლებს – რა თქმა უნდა, თუ ბრაზილია გავა. მანამდეც არის შანსი, მაგრამ საკამოდ მცირე.

სანამ ფეხბურთელს მკურნალობენ, მისი დიდებით სულ სხვა ადამიანი ტკბება. ნეიმარს ჰყავს ორეული და ამერიკელმა ჟურნალისტებმა კინაღამ დაიჯერეს, რომ ის ნამდვილი ნეიმარი იყო. სატელევიზიო არხის FOX-ის ამერიკელმა ჟურნალისტებმა ხალხი დააიმედეს, რომ ნეიმარის თავს ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.

სოციალურ ქსელებში კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით „ნეიმარი დოჰაში დადის“. სინამდვილეში ბრაზილიის ნაკრების საწვრთნელ ფორმაში და ვითომ სამწვრთნელო შტაბის თანამშრომლის თანხლებით, კატარის დედაქალაქში დადიოდა ადამიანი, რომელიც ნეიმარს ჰგავს. თუმცა, თითქმის მაშინვე (უფრო სწორად, ნახევარი საათის შემდეგ) არხმა აღიარა, რომ „ნეიმარს ძალიან დამაჯერებელი ორეული ჰყავს“ და რომ ნამდვილი ნეიმარი ჯერ კიდევ მკურნალობს.

ხალხის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ბევრს სჯეროდა რომ ის მართლა ნეიმარი იყო. ვიღაცამ ორეულთან გადაიღო ვიდეო, ბავშვები ოცნებობდნენ გადაღებაზე, ჟურნალისტები კი ინტერვიუს ართმევდნენ. ბუნებრივია, ყველას არ სჯეროდა, რომ ნამდვილი ნეიმარი დოჰაში დადიოდა და ტრიბუნაზე იჯდა. ბოლოს და ბოლოს, ბევრმა არც კი დაიწყო დადგენა, მაგრამ ორეულის სინამდვილის სტადიონის მუშაკებმაც კი დაიჯერეს და ყველგან უპრობლემოდ შედიოდა. ორიოდე დღის წინ ის მშვიდად შევიდა სტადიონ „974“-ზე – დაცვის თანამშრომლებს ეჭვიც კი არ შეჰპარვიათ და მოედნამდე თავაზიანად გააცილეს და საშუალება მისცეს, გაზონზე გაევკლო და სურათები გადაეღო.

ირკვევა, რომ ახლა ბევრს უკვე მისი აღარ სჯერა – მაგრამ ყალბ ნეიმართან სელფის გადაღება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც რეალურთან. ორეულმა ამით ჭკვიანურად ისარგებლა – პოპულარობას იძენს, ყველგან უშვებენ. და მართლაც ჰგავს – მათ შორის, აქვს ნეიმარის მსგავსი გარეგნობა, ტატუ, ვარცხნილობა, სათვალე. ის ხალხს აიმედებს, რომ ნეიმართან ყველაფერი კარგადაა და მოედანზე მალე გავა. ესეც კარგია ამბავია.