ნეიმარის ემოციური პოსტი პელეს გარდაცვალების შესახებ - მან ფეხბურთი ხელოვნებად აქცია #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი პელეს გარდაცვალებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
„პელემდე 10 მხოლოდ რიცხვი იყო – ეს ფრაზა სადღაც წავიკითხე. მაგრამ ეს წინადადება არასრულია. მე ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო, მან ის ხელოვნებად აქცია, გასართობად. ფეხბურთმა და ბრაზილიამ „ფეხბურთის მეფის“ წყალობით სტატუსი აიმაღლა. ის წავიდა, მაგრამ მისი მაგია დარჩა. პელე მარადიულია“, – წერს ნეიმარი.
ბრაზილიური და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა – პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს 2021 წელს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
პელეს ბრაზილიის ნაკრები შემადგენლობაში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი – ის მუნდიალის გამარჯვებული 1958, 1962 და 1970 წლებში გახდა.