ნეიმარი წელს ბრაზილიის ნაკრებში არ ითამაშებს #1TVSPORT
ნეიმარი წელს ბრაზილიის ნაკრებში არ ითამაშებს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდმა, ნეიმარმა მოიშუშა ტრავმა, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე მიიღო და უკვე რამდენიმე წუთიც ითამაშა თავის კლუბში. ახლა ფანებს აინტერესებთ, როდის შეძლებს ის ნაკრებში დაბრუნებას.

როგორც გამოცემა Globo იტყობინება, ნეიმარი წელს არ გამოჩნდება ბრაზილიის ნაკრებში. ფორვარდის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას მომავალი წლის მარტში ელოდებიან. თავად ფეხბურთელმა და ბრაზილიის ნაკრების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტეს, რომ მას უკეთ აღდგენა და ფიზიკურად მომძლავრება სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ნეიმარი მზად ეროვნულ გუნდში დაბრუნებისთვის.