ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის განაცხადში ვერ მოხვდა
ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის განაცხადში ვერ მოხვდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი ვერ მოხვდა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის განაცხადში, რომელშიც ჩემპიონი „ნიმს“ საკუთარ მოედანზე მიიღებს.

როგორც „ეკიპი“ (L’Equipe) წერს, ნეიმარი ვერ ითამაშებს პირველ ტურში და ამის მიზეზი ტრავმა არ არის. პარიზულმა კლუბმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბრაზილიელის მომავალთან დაკავშირებით.

ამასთან, ცნობილია, რომ ნეიმარი ინტენსიურად ვარჯიშობს საერთო ჯგუფთან ერთად.