ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ნეიმარმა ავსტრიასთან მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:0) ეფექტური გოლი გაიტანა. “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა ფინტით წონასწორობა დააკარგვინა ავსტრიელ მცველს, რის შემდეგაც, ფეხებში გაუძვრინა ბურთი მეკარე ჰაინც ლინდნერს.
ეს გოლი 55-ე (85 მატჩში) იყო ნეიმარისთვის ეროვნულ გუნდში. 26 წლის ფორვარდი რომარიოს დაეწია, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა. ამ დუეტზე წინ რონალდო (62 გოლი) და პელე (77) არიან.