ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის ემზადება
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის ემზადება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისთვის კლუბთან ერთად ემზადება. დედაქალაქელები საკუთარ მოედანზე 11 აგვისტოს „ნიმს“ დაუპირისპირდებიან.

როგორც „ლ’ეკიპი“ (L’Equipe) იტყობინება, ბრაზილიელი ვარჯიშის წინ გუნდის მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს თბილად შეხვდა და თავს კლუბის სხვა წევრებთან იზოლირებულად არ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ჭორი გავრცელდა კლუბიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თავდამსხმელი პარიზულ კლუბში რჩება.