ნეიმარი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირველ მატჩს გამოტოვებს
ნეიმარი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირველ მატჩს გამოტოვებს

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, ნეიმარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ,  ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს.

ბრაზილიელმა ერთი კვირის წინ, საფრანგეთის თასზე „სტრასბურთან” მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო. ამ დაზიანების გამო, ნეიმარი თითქმის ვერ ეყრდნობა დაზიანებულ ფეხს და ყავარჯნებით სარგებლობს.

ამასთან, დიდი ალბათობით, ნეიმარი ექვს მარტს, „მანჩესტერთან“ საპასუხო მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, – იტყობინება RMC Sport. პირველი მატჩის თარიღია – 12 თებერვალი.