ნეიმარი მალე ვარჯიშს დაიწყებს
ნეიმარი მალე ვარჯიშს დაიწყებს

ბრაზილიის ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმა განაცხადა, რომ ფორვარდი ნეიმარი მზად არის „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად 15 ივლისს დაიწყოს ახალი სეზონისთვის მზადება. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელმა ტრავმის გამო გამოტოვა კოპა ამერიკა.

„ის ახლა კლუბთან ერთად რომ იყოს, დაკავებული იქნებოდა სრულფასოვან ვარჯიშებზე გადასვლის პროცესით. ის მინდორზე ბურთთან ერთად მუშაობას შეძლებდა“, – მოჰყავს ლასმარის სიტყვები „იუ ოუ ელს“ (UOL).

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი არ გამოცხადდა „პარი სენ-ჟერმენში“ წინასასეზონო მზადების დასაწყებად. ამის გამო, ბრაზილიელს ელოდება ჯარიმა 375 ათასი ევროს ოდენობით.