ნეიმარი - ჯერ ვერ ვისწავლე წაგება, ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია #1TVSPORT
ნეიმარი - ჯერ ვერ ვისწავლე წაგება, ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია #1TVSPORT

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა კატარიდან სახლში დაბრუნების შემდეგ აღიარა, რომ ეროვნული ნაკრების 1/4 ფინალში წაგება დღემდე ვერ მოუნელებია.

ბრაზილიელები ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდნენ (1:1, 2:4 – პენალტებით) და ტურნირის ფავორიტები ბრძოლას გამოეთიშნენ.

„ბრაზილიის მარცხი დღემდე მტკივნეულია, ჩვენ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე წაგება. მარცხი მაძლიერებს, მაგრამ ძალიან მტკივა და არ ვარ მიჩვეული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოძრაობა უნდა გავაგრძელოთ – ცხოვრება გვაიძულებს წინსვლას, მაგრამ ეს მტკივნეულია და ჭრილობა დიდხანს არ ხორცდება. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ბრაზილიელ ხალხს მხარდაჭერისთვის – ეს დაგვეხმარება, ამ ტკივილს ოდნავ მაინც გავუმკლავდეთ. მადლობა კატარს ყველაფრისთვის. მსოფლიო ჩემპიონატი შესანიშნავი იყო და ბრაზილიას უნდა მოეგო, მაგრამ ღვთის ნებით ასე არ მოხდა.

ჩვენ წინ მივდივართ. ახლა უნდა დავტკბე ოჯახით და მეგობრებით, ავივსო ენერგიით, რადგან ამ დამარცხებით ცხოვრება ძალიან რთულია, ეს წაგება დღემდე ძალიან მტკივა – ამის გასაღები რწმენაა“, – წერს ნეიმარი.