ნეიმარი - ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია
ნეიმარი - ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლის წყალობით „ატალანტა“ დაამარცხა. მძიმე ბრძოლა პარიზელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა – 2:1.

პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაში საკუთარი გუნდის მარცხი ფიქრადაც კი არ გაუვლია.

„არც კი დამიშვია, რომ შეიძლებოდა დავმარცხებულიყავით, – მოჰყავს პარიზელთა ბრაზილიელი ლეგიონერის სიტყვები უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდს. – ჩვენი მხოლოდ ნახევარფინალისკენ მივისწრაფვოდით.

ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ გარკვეული შეცდომები გამოსასწორებელია და მომავალი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც ნამდვილ ოჯახად გადაიქცა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია“.