ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს, ვენესუელასა და ურუგვაის წინააღმდეგ გამოტოვებს.

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო დაზიანება, რის გამოც მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ექიმების აზრით, 28 წლის ფეხბურთელი ჯერ არ არის სათამაშოდ მზად და ეროვნულ ნაკრებს მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ტიტემ ნაკრებში „ფლამენგოს“ ფეხბურთელი პედრო გამოიძახა, რომელიც პირველად 2018 წელს მიიწვიეს ეროვნულ გუნდში, მაგრამ ტრავმის გამო მისი დებიუტი ვერ შედგა.

ნეიმარის გარდა ტრავმირებულები არიან ფაბინიო, ფილიპე კოუტინიო და როდრიგო კაიო. კორონავირუსის გამო კი „სელესაოსედერ მილიტაო და გაბრიელ მენინო გამოაკლდება.

ბრაზილია სატურნირო ცხრილში 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ბრაზილიასა და ვენესუელას შორის შეხვედრა 14 ნოემბერს, გამთენიისას, 04:30 საათზე გაიმართება.