ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში ბრაზილიის ნაკრებმა სტუმრად პერუს ეროვნული გუნდი დაამარცხა – 2:4.
ჰეთ-თრიკი შეასრულა ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა და კარიერის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში 64 გოლის ავტორი გახდა.
ნეიმარმა ამ შესანიშნავი სტატისტიკით გაასწრო რონალდოს, რომელსაც 62 გოლი აქვს გატანილი და ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.
ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი გოლი პელეს აქვს გატანილი – ლეგენდარული ფეხბურთელის ანგარიშზე 77 გოლია.