საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდს ნეიმარს კუნძულ ილია-დუს-ჯამპაოს შეძენა სურს, – ამის შესახებ წერს ვებგვერდი Portal Leo Dias.
კუნძული მდებარეობს მუნიციპალიტეტ ანგრა-დუს-რეისში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს შტატის შემადგენლობაში შედის.
კუნძულის ფართობია 2.5 ჰექტარი. იქ მიღწევა მხოლოდ ვერტმფრენით ან ნავით შეიძლება. საცხოვრებელი ზონა, რომელშიც შედის ხუთი საძინებელი და შვიდი სააბაზანო ოთახი, 10 სტუმარზეა გათვლილი.
თავდაპირველად, უძრავი ქონება შეფასებული იყო 12.35 მილიონ ევროდ, მაგრამ იმის გამო, რომ მფლობელი მას სასწრაფოდ ყიდის, ფასი დაეცა, რამაც მოთხოვნილების გაზრდა გამოიწვია.
სხვა ფეხბურთელებიც ასევე ინტერესდებოდნენ კუნძულის შეძენით, მაგრამ, ახლა, ყველაზე ახლოს გარიგებასთან სწორედ ნეიმარია.