ნეიმარი 4-6 კვირას გამოტოვებს #1TVSPORT
ნეიმარი 4-6 კვირას გამოტოვებს #1TVSPORT

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი ახალი ტრავმის გამო, მინიმუმ, ერთ თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ესტეგლალის“ წინააღმდეგ.

„ალ-ჰილალის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ნეიმარს ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აქვს. ვარაუდობენ, რომ ბრაზილიელს აღდგენისთვის 4-6 კვირა დასაჭირდება.

ნეიმარი ოქტომბერში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს. მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და, ჯამში, მოედანზე 43 წუთი გაატარა.