ნედვედმა დიბალას გასხვისება გადაწყვიტა #1TVSPORT
ნედვედმა დიბალას გასხვისება გადაწყვიტა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით, ტურინულ კლუბს დატოვებს, – იუწყება Corriere dello Sport. 

გამოცემის ინფორმაციით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ, კერძოდ კი ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა 27 წლის თავდამსხმელის გადაწყვეტილება მიიღო.

ტურინელთა არგენტინელმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსებნებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოეთიშა. ტურინელებისგან სკუდეტოს მოგების შანსიც საეჭვოა, რადგან „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატში მესამე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „მილანთან“ 11 ქულა აშორებს.