ნედ პრაისი - არ ვიტყვით უარს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაზე
რუსეთის სამხედრო ძალების არაპროვოცირებული და წინასწარ განზრახული თავდასხმა ეს არის სასტიკი თავდასხმა და საფრთხეს უქმნის მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლესა და საარსებო წყაროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისის თქმით, სახიფათო მომენტია ევროპისთვის და ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის.
„ჩვენ არ ვიტყვით უარს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაზე. ეს სახიფათო მომენტია ევროპისთვის და მართლაც ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის. პუტინის თავდასხმა უკრაინაზე არის თავდასხმა პრინციპებზე, რომლებიც ემყარება გლობალურ მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში, მაგრამ პუტინმა არ გაითვალისწინა უკრაინელი ხალხის გამბედაობა და გადაწყვეტილება.
ჩვენ ვაფასებთ უკრაინელ ხალხს, კრემლის მიერ არაპროვოცირებულ თავდასხმაზე სიძლიერისა და მონდომების გამოვლენისთვის. ვნახეთ უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი სიმამაცე და თავდაცვა პირველ დღეს. მათ მიერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, ტანკების აფეთქება და მრავალი პოზიციის დაკავება. ძალადობრივი თავდასხმის დროს კრემლი აგრძელებს ინფორმაციის გამოყენებას, მათ შორის ცრუ ცნობების ჩათვლით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკრაინული ჯარების ფართოდ დანებებას/ჩაბარებას. მოსკოვი მიმართავს აშკარა სიცრუეს, რათა შეასუსტოს უკრაინის სამხედრო ძალები და უკრაინელი ხალხი. ასევე ველოდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახის წევრების მოკვლით იმუქრება, თუ ისინი არ ჩაბარდებიან. ეს ტაქტიკა კლასიკური დაშინებაა, ისინი კრემლის სინონიმია, ისინი მიუღებელია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინმა გადაწყვიტა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, დაუსჯელად შეუტიოს სხვა ქვეყანას“, – განაცხადა პრაისმა.
ნედ პრაისის თქმით, მოსკოვის შემდგომი შეჭრა უკრაინაში კრემლის დესტრუქციული ქცევის ნიმუშია.
„რუსეთის ფედერაცია, რა თქმა უნდა შეიჭრა საქართველოშიც 2008 წელს და ის აგრძელებს ტერიტორიების ოკუპირებას საქართველოს საზღვრებში და ათწლეულების განმავლობაში განალაგებს ჯარებს მოლდოვაში, მასპინძელი მთავრობის თანხმობის გარეშე“, – განაცხადა ნედ პრაისმა.