ნეაპოლში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ნეაპოლში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ნეაპოლში ქურდობის ბრალდებით 21 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, დამნაშავემ ტანსაცმლის მაღაზიიდან რამდენიმე ნივთის გატანა სცადა, რა დროსაც მენეჯერმა პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ დამნაშავეს საკუთარი ქურთუკის ქვეშ ორი მოპარული ქურთუკი ეცვა, რომელთა საერთო ღირებულება 559 ევროს შეადგენდა.

ჩხრეკის დროს პოლიციამ დაკავებულს მცირე ზომის დანაც აღმოუჩინა.