ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 270-მდე გაიზარდა

09:51, 15.08.2019

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 270-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წვიმების სეზონით გამოწვეული წყალდიდობის გამო ევაკუირებულთა რიცხვი მილიონს აჭარბებს. დანგრეული და დატბორილია ათასობით სახლი.

სტიქიამ ინდოეთის ექვს შტატს გადაუარა. ყველაზე მეტად დაზარალდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე რაიონები. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი