NDI - ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10% - „ნაციონალური მოძრაობის“ 
NDI - ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10% - „ნაციონალური მოძრაობის“ 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 12% აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემდა ხმას, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ენმ-ის კანდიდატს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 32%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს.

​ამასთან, გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ ხმას მისცემდა გიორგი მარგველაშვილს, ასევე 6% ფიქრობს, დავით ბაქრაძეს. 4% კი ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილს, სხვა კანდიდატს 7%, ხოლო კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 9%-მა.

ამასთან, NDI მიუთითებს, რომ ამ კითხვის დასმისას გიორგი მარგველაშვილი ნახსენები იყო საპრეზიდენტო კანდიდატების ჩამონათვალში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.