NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 60 პროცენტი პოლიციის საქმიანობას კარგად აფასებს
NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 60 პროცენტი პოლიციის საქმიანობას კარგად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60 პროცენტი საქართველოში პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს.

კითხვაზე – როგორ შეაფასებდით საქართველოს პოლიციის საქმიაობას, 60 პროცენტი პასუხობს, რომ „კარგად“, 7 პროცენტი – „ძალიან კარგად“, ამასთან, 18 პროცენტი ფიქრობს, რომ პოლიცია „ცუდად“ საქმიანობს, 3 პროცენტი კი, „ძალიან ცუდად“. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 12-მა პროცენტმა დააფიქსირა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.