NDI-ის კვლევის თანახმად, პირველი არხისადმი ნდობა 8 პროცენტით არის გაზრდილი
NDI-ის კვლევის თანახმად, პირველი არხისადმი ნდობა 8 პროცენტით არის გაზრდილი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2018 წლის დეკემბრის კვლევის შედეგებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი (პირველი არხი) ნდობა 8 პროცენტით არის გაზრდილი.

კერძოდ, გასული წლის მარტის კვლევის შედეგებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის რეიტინგი 4 პროცენტი იყო, ხოლო 2018 წლის დეკემბერში 12 პროცენტია.

რაც შეეხება ტელეარხების ყურებადობას, გამოკითხულთა 34-მა პროცენტმა მიუთითა, რომ საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გადაცემებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ადევნებს თვალს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარუდგინეს. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.