NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს.
გამოკითხულთა 63 პროცენტი უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტის საპასუხო ქმედებას დადებითად აფასებს, 18 პროცენტი უარყოფითად, კითხვაზე პასუხი არ აქვს 18 პროცენტს.
ამასთან, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებები დადებითია, 37 პროცენტი აცხადებს, რომ უარყოფითი, ხოლო 15-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.