NDI – გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველო საერთოდ არ ვითარდება, ხოლო 28 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.