NBC - საგამოძიებო სამსახურები დონალდ ტრამპის ადვოკატის სატელეფონო საუბრებს ფარულად უსმენდნენ
NBC - საგამოძიებო სამსახურები დონალდ ტრამპის ადვოკატის სატელეფონო საუბრებს ფარულად უსმენდნენ

საგამოძიებო სამსახურები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატის, მაიკლ კოენის სატელეფონო საუბრებს ფარულად უსმენდნენ, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ტელეკომპანია NBC-ზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, მოსმენები FBI-ის მიერ მაიკლ კოენის ოფისის ჩხრეკას უძღოდა წინ.

როგორც NBC იუწყება, ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ, ტრამპი საკუთარ ადვოკატს ტელეფონით აღარ ესაუბრება. მიზეზი კი ამ საუბრის ჩაწერის საფრთხეა.

კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ FBI-ში.

ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 10 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, მაიკლ კოენის ოფისში რეიდი მოაწყო. ძალოვნები სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერს განკარგულებით მოქმედებდნენ. პროკურორი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს.