NBC News – ბარსელონაში არეულობის შემდეგ პედრო სანჩესის მთავრობამ საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ახალი ზომები მიიღო

19:31, 06.10.2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მთავრობამ საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ახალი ზომები მიიღო. ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს ინფორმაციას.

NBC News-ის ცნობით, გადაწყვეტილება ითვალისწინებს ესპანელებისთვის გამოსახლებისგან დაცვის 2030 წლამდე გახანგრძლივებას.

მედიის ინფორმაციით, ახალი ზომები ასევე მოიცავს ოთახების გაქირავების რეგულირებას, სეზონურ გაქირავებაზე ახალი გადასახადის დაწესებას და მეიჯარეებისთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭებას.

აღნიშნული ზომები რატიფიცირებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა, რომელიც არჩევნებამდე აგრძელებს მუშაობას.

ცნობისთვის, 5 ნოემბერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნულს ხალხმრავალი აქციები უძღოდა წინ.

მსგავსი