NBA | სუპერფინალი „ბოსტონ სელტიქსის“ გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 2024 წლის სუპერფინალური სერია დაიწყო, რომელშიც აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი „ბოსტონ სელტიქსი“ დასავლეთის გამარჯვებულს, „დალას მავერიქსს“ უპირისპირდება.

სერიის პირველი შეხვედრა „სელტიქსის“ არენამ მიიღო და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 107:89 დასრულდა.

ბოსტონელთა რიგებში საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. 20 ქულა ჰქონდა ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ლატვიელ ფორვარდს, კრისტაფს პორჟინგისს, ხოლო 16 ქულა ჯეისონ ტეიტუმმა ჩააგდო.

„დალასის“ შემადგენლობაში მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კაირი ირვინგი, რომელმაც თავის გუნდს მხოლოდ 12 ქულა შესძინა, 30 ქულა დააგროვა ლუკა დონჩიჩმა, ხოლო 14 – პი ჯეი ვაშინგტონმა.

სერიის მეორე მატჩი ისევ ბოსტონში 10 ივნისს ჩატარდება.