NBA | სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილ გუნდს 11 ქულა ჩაუგდო #1TVSPORT

09:08, 02.11.2026

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეშვიდე მატჩი გამართა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“. ლოსანჯელესელები მამუს ყოფილ კლუბს, „ტორონტოს“ ესტუმრნენ და 131:125 აჯობეს.

ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 11 ქულა და თითო მოხსნა-პასი მოაგროვა.

მისი თანაგუნდელი ლუკა დონჩიჩი კვლავ შეუჩერებელია — 45 ქულა (12-დან 8 სამქულიანი).

გოგა ბითაძის „ორლანდო“ შინ „ბოსტონთან“ დამარცხდა — 97:108.

ქართველმა ცენტრმა 5 წუთი ითამაშა და მატჩი 1 მოხსნით დაასრულა. 23-23 ქულა ჰქონდათ და სილვას და ბლეიქს. „ბოსტონისა“ და მატჩის ბომბარდირი კი ტეიტუმი გახდა — 32 ქულა.

მსგავსი