NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „კლივლენდთან“ საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფში, მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“. კანადელებმა საწყისი ორი შეხვედრა კლივლენდში გამართეს და 0:2 ჩამორჩნენ, თუმცა მომდევნო ორი მატჩი შინ ჩაატარეს და ორივე მოიგეს. შესაბამისად, სერიაში ანგარიშია 2:2. მომდევნო ეტაპზე გავა ის გუნდი, რომელიც ოთხ შეხვედრას მოიგებს.
„კლივლენდი“-„ტორონტოს“ მესამე დაპირისპირება თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მამუს გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 93:89.
ქართველი ფორვარდი მწვრთნელმა 13 წუთით ათამაშა. მამუმ 2-2 ქულა-ჩაჭრა, 8 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა. „ტორონტოს“ გამარჯვებაში 23-23-ქულიანი წვლილი შეიტანეს ინგრემმა და ბარნსმა.
სერიის მეხუთე მატჩი კლივლენდში 29 აპრილს გაიმართება.