NBA | სანდრო მამუკელაშვილის პირველი დუბლი მიმდინარე სეზონში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა 2025-26 წლების სეზონში მორიგი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში. მისმა „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ ითამაშა და 117:138 დამარცხდა.

სანდრო ჩვეულად შედეგიანი იყო: 33 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 11 მოხსნა, 2-2 პასი-ჩაჭრა, 1 დაფარება. მის ანგარიშზე 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 ორიანია. ეს მამუსთვის პირველი ორმაგი დუბლია მიმდინარე სეზონში.

მის გუნდში ყველაზე მეტი ბრენდონ ინგრემმა ჩაგდო (29 ქულა), „ვაშინგტონში“ კი 23 ქულით კაიშაუნ ჯორჯი გამოირჩა.

***

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ შინ, „შარლოტთან“ ვერაფერი გააწყო – 105:120. ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია.

***

ორლანდოელები მომდევნო მატჩს, რომელშიც შესაძლოა, ბითაძემაც ითამაშოს, 28 დეკემბერს შინ, „დენვერთან“ გამართავენ, ხოლო „ტორონტო“ 29-ში „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლებს.